eTwinning-ი ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, ბიბლიოთეკარებსა და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. პროგრამა საშუალებას გვაძლევს ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩავერთოთ. საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობით აქტივობებში მონაწილეობა ხელს უწყობს მოსწავლეთა სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას და ავთენტური განზომილების შემოტანას საკლასო ოთახში.
პროექტი „eTwinningPlus“-ის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგები საერთო პორტალის მეშვეობით ქმნიან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий